სოციალურ ქსელში, სამი გარდაცვლილი მოზარდის ფოტოები ვრცელდება, რომლებიც ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ. ბავშვების ცხედრები რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში დაახლოებით 3-4 დღის განმავლობაში იქნებიან დასვენებული.
ბავშვების მშობლები და ახლობლები წინააღმდეგი იყვნენ, რომ დნმ-ის პასუხის მიღებამდე დაღუპულების ცხედრები პროზექტურაში დარჩენილიყვნენ, ამიტომ ცხედრები ტაძარში გადაასვენეს.
ტაძარში იმყოფებიან გარდაცვლილი ბავშვების მშობლები, ახლობლები, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.