ბირმაში წყალდიდობას 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა

90-მდე ადამიანი ემსხვერპლა ბირმაში წყალდიდობას, რომელიც მუსონურმა წვიმებმა გამოიწვია. დაღუპულთა რიცხვი შესაძლებელია გაიზარდოს – მაშველები ჯერჯერობით რამდენიმე იზოლირებულ რაიონამდე მისვლას ვერ ახერხებენ.
წყალდიდობამ დაახლოებით 330 ათასი სახლი დატბორა. დანგრეულია გზები, სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები განადგურებული.
მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა დახმარებისთვის.
მათი განცხადებით, 8 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გრაფიკი არ შეიცვლება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრემიერმა ახსნა როდის დასრულდება ომი აღმოსავლეთ უკრაინაში
შემდეგი სტატიაფიფამ საკუთარ სტრუქტურაში კორუფციის შიდა გამოძიება დაიწყო