“ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებია, თუ მთავრობის სხდომა?” – დაპირისპირება ფეხბურთის ფედერაციის აღმსაკომის სხდომაზე

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომას ვიცე-პრემიერი, კახი კალაძე, ესწრება. თუმცა, ფეხბურთის ფედერაციის დელეგატები და პრეზიდენტობის კანდიდატები ვერ ასახელებენ მიზეზს, თუ რა სტატუსით ესწრება კალაძე აღმასკომის სხდომას.

ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს სპორტის მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილიც, ესწრება.

დელეგატებისა და პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილი კალაძის და ხეჩიკაშვილის ყოფნაში დარღვევას ვერ ხედავს, ნაწილისთვის კი ეს გაუგებარია.

„ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებია, თუ მთავრობის სხდომა, გაურკვეველია. მთავრობის წევრები ესწრებიან, უბრალოდ ჯანდაცვის მინისტრი არ არის,“ – აცხადებს ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე.

სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში იმყოფება პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლერი ხაბელოვი. ის აღმასკომის სხდომას არ ესწრება. თუმცა, პროცესს სასტუმროს დერეფნიდან აკვირდება.

„კალაძე და კობიაშვილი მეგობრები არიან. ელემენტარულად შეიძლება მე ფავორიტი მყავდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვერევი რომელიმე კანდიდატის გადაწყვეტილებაში. თავად კახის უნდა შეეკითხოთ, თვლის თუ არა, რომ აღმსაკომის სხდომაზე ყოფნით ერევა თუ არა,“ – აცხადებს ლერი ხაბელოვი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა ე.წ. ნარუშილოვკებზე გავრცელებულ ვიდეო კადრებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიაგეგა გობეჯიშვილის ხმის გარდა, ლევან კობიაშვილი და რევაზ არველაძე 17-17 ხმას აგროვებენ