ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. ნარუშილოვკებზე გავრცელებულ ვიდეო კადრებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილი ედრებოდა დავით აღმაშენებელს იმიტომ, რომ რეგიონში ვერავის ედრებოდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ნარუშილოვკების ვიდეო კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს , რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ.
“გუშინ ტელევიზიით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს მოქალაქე, რომელიც, ე.წ. “ნარუშილოვკის” პატრულისთვის ჩვენებით, ცდილობს, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას.
რამდენადაც ვიცი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, რომ ყველა კანონდამრღვევი სათანადოდ დაისჯება, მაგრამ, მინდა ვისარგელო შემთხვევით, და, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მოქალაქე ჩემი ნათესავი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო ჩემი პოზიცია მსგავს მოვლენეთან დაკავშირებით.
ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ნებისმიერი უკანონო პრივილეგიის გამოყენება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ამგვარი რამ დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უკიდურესად სამარცხვინო საქციელია, როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მიმნიჭებლის მხრიდან.
მე ყოველთვის მკვეთრი ზღვარს ვავლებ ნათესაურ ურთიერთობებსა და იმ ვალდებულებებს შორის, რასაც სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა გვაკისრებს და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც.
ვინმეს ნათესაობა არ შეიძლება რაიმე პრივილეგიას წარმოადგენდეს, ისევე როგორც, პრივილეგია არ შეიძლება იყოს ვინმეს ნათესავებთან მეგობრობა და თუ რომელიმე სახელმწიფო მოხელე მლიქვნელობისა თუ რაიმე სხვა მიზეზით კანონის გვერდის ავლას შეეცდება, საზოგადოებამ მას მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი.
ჩვენ დიდხანს ვიცხოვრეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც მიღებული იყო უპირატესობის მოპოვება უკანონო პრივილეგიებით. დემოკრატიის მშენებლობა, პირველ რიგში, სწორედ ამ მავნე სენისგან გათავისუფლებას გულისხმობს და წინ უნდა აღვუდგეთ ამ მანკიერების ნებისმიერ გამოვლინებას.
მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, თუ ამ მხრივ, თუნდაც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაიმე უხერხულობა შეიქმნა; კანონის წინაშე თანასწორობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და საზოგადოების თითოეულ წევრთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ამ ღირებულების შეუქცევადად დამკვიდრებისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ”მოქალაქის” ვებგვერდზე გავრცელდა.

ყოფილი პატრულ-ინსპექტორის, გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუსა და მის მიერ მოწოდებული ვიდეომასალაში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო “თაიმერმა” გაავრცელა ე.წ. “ნარუშილოვკების” საქმეში ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილი ფიგურირებს.

კადრებში ჩანს თუ როგორ აჩერებს  ყოფილი პატრულ-ინსპექტორი გიორგი ბაბუნაშვილი,  ბიძინა ივანიშვილის დისშვილს, კახა კობიაშვილს, რომელიც მას დარღვევის ბარათს აწვდის. ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ბიზნესმენ კობიაშვილს  ყოფილი პატრულ–ინსპექტორი გიორგი ბაბუნაშვილი საჭესთან მობილურის გამოყენების გამო და ღვედის არშეკვრის გამო აჩერებენ.

https://www.youtube.com/watch?t=1&v=lMxflUVY0_A

banner
წინა სტატიაში17 წლის ქართველი გამარჯვებული
შემდეგი სტატია“ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებია, თუ მთავრობის სხდომა?” – დაპირისპირება ფეხბურთის ფედერაციის აღმსაკომის სხდომაზე