უმრავლესობა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას კონტროლს გაუწევს

იურის ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას კონტროლს საკანონმდებლო ორგანო გაუწევს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პროკურატურამ და ყველა შესაბამისმა უწყებამ გამოძიების პროცესი ღიად უნდა წარმართოს და საზოგადოებას საქმის მსვლელობაზე ინფორმაცია ინტენსიურად მიაწოდოს.

„საზოგადოების მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს მიპყრობილი ამ გამოძიების მიმართ და უნდა განხორციელდეს მაქსიმალური კონტროლი ყველა უწყების, მათ შორის პარლამენტის მიერ. ყოველდღიურ ანგარიშს უნდა გვაბარებდნენ გამოძიების შესახებ,“ – აცხადებს უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე.

საპარლამენტო უმრავლესის დეპუტატი, ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე კი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეებს შორის კავშირზე საუბრობს. ის ბადაშვილის უწყებას საქმის დროულად გამოიძიებისკენ მოუწოდებს.

„პროკურატურა გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ გაირკვეს ამ საშინელი დანაშაულის დეტალები და, რაც მთავარია, დადგინდეს დამნაშავე პირთა ვინაობა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი უნდა იყოს კავშირში იმ საქმესთან, რომელიც უკავშირდება მისი შვილის მიმართ თავის დროზე ჩატარებულ ე.წ. სპეცოპერაციას,“ – განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“იური ვაზაგაშვილს ემუქრებოდნენ,”- ირმა ჭკადუა ახალ დეტალებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაქუცნაშვილისთვის ცნობილია იური ვაზაგაშვილის მიერ ნახსენები მოწმის ვინაობა