ქუცნაშვილისთვის ცნობილია იური ვაზაგაშვილის მიერ ნახსენები მოწმის ვინაობა

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ მისთვის ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელსაც იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საქმეში ერთ-ერთ მთავარ მოწმედ ახსენებდა.

„პიროვნება, რომელზეც ბატონი იური საუბრობდა, მე ვიცი ვინ არის, ვიცი სად იმყოფება და ვიცი რა ინფორმაციის მატარებელიცაა,“ – ამბობს დეპუტატი.

ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში დადასტურდა ძალოვან უწყებებში გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტი, ეს აუცილებლად გამოიწვევს მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს.

„თუ აღმოჩნდა, რომ ძალოვან უწყებებში არიან პირები, ვინც ხელს აფარებენ მისი შვილის მკვლელებს, ამ შემთხვევაში, უკვე სხვა პროცესი წავა და მას მთელი რიგი სერიოზული ხასიათის საკადრო გადაწყვეტილებები უნდა მოყვეს. ძალიან განვიცდი იმას, რომ 2 წელი დაჭირდა იურის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოძიება მისულიყო ხელშესახებ შედეგებამდე,“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილი.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას კონტროლს გაუწევს
შემდეგი სტატია“ვაზაგაშვილის აფეთქების საფუძველი პროკურატურიდან გაჟონილი ინფორმაცია გახდა,” – ადვოკატი