უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: „სააკაშვილის დანიშვნა, სავარუდოდ, 99%-ით გადაწყვეტილია“

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვალერი ჩალიმ დაადასტურა, რომ მინისტრთა კაბინეტიდან პრეზიდენტთან მართლაც შევიდა ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ წარდგინება.
ჩალიმ დაამატა, რომ მთავრობამ წინადადება წამოაყენა, ხოლო გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი გვიან ღამით, კანდიდატთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს:

„თუ მე მკითხავთ არა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, არამედ როგორც ანალიტიკოსს, რომელიც პროგნოზებს აკეთებს, 99%-ით, პასუხი დადებითი იქნება“, – განაცხადა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანს უკრაინაში სასტუმროსთან აქცია მოუწყვეს (+ვიდეო)
შემდეგი სტატია“ხუდონზე გადაწყვეტილება მიღებულია და ის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი”