“ხუდონზე გადაწყვეტილება მიღებულია და ის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი”

kaladzeსაქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი  კალაძემ ხუდონის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, მათ შორის “თუ როგორ და რა ფორმით მოხდება პროექტის განხორციელება”. ინფორმაცია რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება და “ცნობილი გახდება ყველაფერი საზოგადოებისთვის” – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხუდონის პროექტში შესაძლოა საპარტნიორო ფონდი შევიდეს და მისი წილი დაახლოებით 10-20 პროცენტი იყოს. პროექტში სახელმწიფოს შესვლაზე ცნობილი გასულ წელს გახდა. პროექტის განმახორციელებელი კომპანია “ტრანსელექტრიკა ჯორჯიაა”.

11130050_1583345565283778_929933202_n

მდინარე ენგურზე ხუდონის კაშხლის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო, თუმცა მოსალოდნელი ეკოლოგიური პრობლემების გამო, საპროტესტო აქციების მძლავრი ტალღის ფონზე, შეჩერდა. საქართველოს მთავრობამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება 2005 წელს მიიღო. მას შემდეგ ხუდონჰესის მოსალოდნელ ზიანსა და სარგებელზე დისკუსიამ აქტუალობა შეიძინა არა მარტო სპეციალისტთა წრეებში, არამედ სამოქალაქო სექტორშიც.

ხაიშის მკვიდრი და ამ სოფლის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ზურაბ ნიჟარაძე „თაიმერთან,, საუბარში აცხადებს,რომ იქნება უფსკრული ხელისუფლებასა და მოსახლეობს შორის, რომელიც ისევ და ისევ ხელისუფლებას დააზარალებს… ხაიშის გაქრობის ხარჯზე არ მოხდება ჰესის აშენება,, მისივე განცხადებით, არის ორი მიდგომა: ,, პირველი თუ მაინდამაიც იქ ! სიცხოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს ჩვენ არ დავთმობთ . თუ ალტერნატიულ ვარიტნს გადავხედავთ, რომელიც მომგებიანია ქვეყნისათვის ამ შემთხვევაში კონსენსუნსის მიღწევა შესაძლებელია. სახელმწიფო არის ხალხს პლუს ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლება ცალკეა და ხალხი ცალკე… ასე 25 წლია ვტრიალებთ ერთ წრეზე , მაგრამ ფონს ვერ გავსულვართ და ვერც გავალთ.

get_img1

ზურაბ ნიჟარაძე ერთ-ერთია იმ 90-მდე ადამიანს შორის, რომლებმაც ხატზე დაიფიცეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი სოფელი, ეკლესია და ახლობლების საფლავები წყლით არ დაიფაროს
,,სვანი ხატს არ გატეხს.. ამას სიკვდილი ურჩევნია. ჩვენ კი ხატზე დავიფიცეთ, წყალქვეშ რომ ჩავიძიროთ ამ პრორექტს მაინც არ განავახორციელებინებთ!

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: „სააკაშვილის დანიშვნა, სავარუდოდ, 99%-ით გადაწყვეტილია“
შემდეგი სტატია,,რთულია დაეყრდნო მას, ვისაც სიყვარული არ შეუძლია,, ირინა სარიშვილი