უკრაინა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წინააღმდეგია

უკრაინის ელჩი ევროკავშირში კონსტანტინ ელისეევი, ღიად ამოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, რომ 2018 წელს რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

“უკრაინის სახელმწიფოს სახელით, მოუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რომ ჩამოართვათ რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება”,-  განაცხადა ელისეევმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ ადრე თავად ევროპარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, უკრაინის კრიზისის გამო, რუსეთისათვის ჩემპიონატის ჩატარების უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომელსაც ფიფას პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის განცხადება მოჰყვა, რომ უეფა არ აპირებს 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში გადატანას.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: დღეს ქართულ სახელმწიფოს შეუძლია იყოს მარად და ყველგან, ყველა ქართველთან
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: შეუწყნარებლობის მიმართ ყურადღების მოდუნებისთვის ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოგვიწევს