უვიზო მიმოსვლა- საქართველოსა და ჩილეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილი ჩილეს რესპუბლიკას ეწვია, სადაც მან შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ ერალდო მუნიოსთან და მინისტრის პირველ მოადგილე ედგარდ ორივეროსთან.

გადაწყდა, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგი რაუნდი წლის ბოლომდე თბილისში გაიმართოს. ჩილეს მხარემ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს წყნარი ოკეანეთის ალიანსში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ბერუჩაშვილი ჩილეს ანდრეს ბეიოს სახელობის დიპლომატიურ აკადემიას ესტუმრა, სადაც აკადემიის მსმენელებისთვის მინისტრმა წაიკითხა ღია ლექცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.
ჩილეში ვიზიტით სამხრეთ კონუსის ქვეყნებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთკვირიანი ტურნე დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი “სუხიშვილების” ქორეოგრაფიულ დასს 70 წლის იუბილეს ულოცავს.
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: მჯერა, რომ ტერორიზმს 21-ე საუკუნეში მომავალი არ ექნება