ბიძინა ივანიშვილი “სუხიშვილების” ქორეოგრაფიულ დასს 70 წლის იუბილეს ულოცავს.

ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილი ედრებოდა დავით აღმაშენებელს იმიტომ, რომ რეგიონში ვერავის ედრებოდა

suxishvilebi

ორგანიზაცია „მოქალაქეს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი “სუხიშვილების” ქორეოგრაფიულ დასს 70 წლის იუბილეს ულოცავს.მილოცვა ორგანიზაციის ოფიციალურ “facebook” გვერდზე ვრცელდება.

„70 წელი გავიდა, რაც თქვენმა ანსამბლმა პირველი კონცერტი ჩაატარა – გილოცავთ სახელოვან იუბილეს. ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელი საქართველოში ყველამ იცის. მათთან არის დაკავშირებული ქართული საცეკვაო კულტურის დიდებული ტრადიციის შენარჩუნებაც და მრავალი ქორეოგრაფიული სიახლის დამკვიდრებაც, რაც შეუმცდარმა შემფასებელმა – დრომ – უკვე კლასიკად აქცია.
თქვენი შესანიშნავი დასი ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს და აღიარებს. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც კვლავ არაერთ წარმატებას მიაღწევთ და ასახელებთ განუმეორებელ ქართულ ცეკვას. “სუხიშვილების” ძველი და ახალი თაობა ხართ როგორც შემოქმედებითი თვითმყოფადობის, ისე მუდმივი პროფესიული ძიებისა და სრულყოფის მაგალითი – წლების გარჯა სჭირდება იმას, რაც ქართულ სტანდარტად აქციეთ. ახალი თაობაც ამ სტანდარტის ღირსეული გამომხატველია. თქვენი დასით ამაყობს საქართველო. კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ და მრავალ ახალ წარმატებას გისურვებთ“, – ნათქვამია მილოცვაში.

ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „სუხიშვილები“ 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ირაკლი ღარიბაშვილს და დავით უსუფაშვილს კრიტიკულ წერილს უგზავნიან
შემდეგი სტატიაუვიზო მიმოსვლა- საქართველოსა და ჩილეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი