“უგულავას ციხეში დაბრუნებას ივანიშვილისთვის აქვს პერსონალური მნიშვნელობა”

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ნაციონალური მოძრობა პროტესტის ნიშნად დარბაზში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება, ამის შესახებ გიგა ბოკერიამ გიგი უგულავას მხარდამჭერებს განუცხადა. როგორც ბოკერია ამბობს, რამდენიმე წუთში მოხდება უგულავას ისევ დაკავება, რადგან ასეთი მოთხოვნა ივანიშვილის პერსონალური მოთხოვნა გახლავთ.

„ცდილობენ სწრაფად დააბრუნონ ციხეში, რადგან ამას ივანიშვილისთვის აქვს პერსონალური მნიშვნელობა, იმიტომ რომ მას გონია რომ ყველა მიმართულებით არსებულ კრახს და კატასტროფას დააბალანსებს პოლიტიკური დევნით და ინსტიტუტების დანგრევით და ასე შეინარჩუნებს ძალაუფლებას,“ – აცხადებს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: წინასწარ როცა იცი, ადრენალინი არ არის
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს