გიგი უგულავა: წინასწარ როცა იცი, ადრენალინი არ არის

გიგი უგულავა მოსამართლის გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად შეხვდება.
ამის შესახებ გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ის არ აპირებს დაესწროს სხდომას, რადგან არ აქვს არანაირი ემოციური ინტერესი.
“მოსამართლის გადაწყვეტილებას დაველოდები ეზოში. არ ვაპირებ დარბაზში შესვლას, არ ვაპირებ ასევე მოვისმინო განაჩენი, რომელსაც ემოციური ინტერესი არ აქვს, რადგან წინასწარ როცა იცი, ადრენალინი არ არის”, – აღნიშნა გიგი გულავამ.
მისივე თქმით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში ის სასამართლოს დარბაზში სრულიად მარტო შევა. “არ მინდა, რომ დარბაზში ექსცესები მოჰყვეს განაჩენის გამოტანას. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მანდატურს ვთხოვ, რომ მოვიდეს ჩემთან, ყურში მითხრას, ამის შემდეგ დავემშვიდობები ხალხს და მარტო შევალ დარბაზში”, – განაცხადა უგულავამ.
დედაქალაქის ყოფილ მერს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეკრებილი მოქალაქეები ოვაციებით შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაში,,კარგი 24 საათი იყო. წაიყვანენ ახლა ციხეში”
შემდეგი სტატია“უგულავას ციხეში დაბრუნებას ივანიშვილისთვის აქვს პერსონალური მნიშვნელობა”