,,უგულავას არ ვიცნობდი, ვანოსთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ახალაია არ მენახა”

„ნაციონალების“ მხრიდან ჩემი გინება და წყევლა საზოგადოებიდან ლოცვად მოდის. იმდენად უნიჭოები არიან ესეც ვერ გააცნობიერეს – ეს განცხადება ივანიშვილმა იმედის ეთერში გააკეთა. ექსპრემიერი არ ეთანხმება ოპოზიციის ბრალდებას, რომ მას პირადი პატიმრები ჰყავს.
,,სწორედ ნაციონალური მოძრაობა არ აგდებს ჩემს პოპულარობას და ცდილობს კანონს გამითანაბროს. იძახიან რომ პირადი პატიმრები მყავს, რაში მჭირდება? უგულავას საერთოდ არ ვიცნობდი, ვანოსთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ახალაია საერთოდ არ მენახა. ისინი ჩემი პირადი პატიმრები კი არა კანონის პატიმრები არიან, ნაციონალური მოძრაობა კანონთან მათანაბრებს“ – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,არჩევნების დროს შემიძლია ხალხს მივანიშნო, ჩემს სიტყვას აქვს ფასი”
შემდეგი სტატია,,ღარიბაშვილის გამოსვლა არც მე არ მომეწონა”