,,ღარიბაშვილის გამოსვლა არც მე არ მომეწონა”

ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილი ედრებოდა დავით აღმაშენებელს იმიტომ, რომ რეგიონში ვერავის ედრებოდა

“ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ცდილობს. მე მგონი დღითიდღე იზრდება და კარგ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი გამოსვლა არც მე არ მომეწონა. მას ზედმეტი ემოციურობა ახლდა. როგორც მოქალაქეს აქვს ამის უფლება, მაგრამ ის არის მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი და მას მეტი პასუხისმგებლობა მართებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ითვალისწინებს ირაკლი ღარიბაშვილი მის რჩევებს, ყოფილი პრემიერის თქმით, საკუთარ თავს არ აკადრებს, რომ ღარიბაშვილს “ზედმეტი მიანიშნოს”.
“რაც შეეხება იმ პრეტენზიებს რაც თქვენ გაქვთ, რომ იქნებ ირაკლი უფრო მემორჩილება – ჯერ მე არ ვაკადრებ ჩემ თავს, რომ ზედმეტი მივანიშნო. აი თუ გნებავთ ეს მაგალითიც ავიღოთ – რამდეჯერმე მითხოვია მისთვის, მოერიდე ემოციურობას, მაქსიმალურად პრაგმატული იყავი-მეთქი, მაგრამ გაითვალისწინა? – ახალგაზრდაა”, – განმარტა ყოფილმა პრემიერმა, რომლის შეფასებითაც, ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ ჩამოყალიბებული ლიდერია.

banner
წინა სტატიაში,,უგულავას არ ვიცნობდი, ვანოსთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ახალაია არ მენახა”
შემდეგი სტატია,,არაფორმალური მმართველობა ხალხის ძალაუფლების წყაროა”