უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შემოტანის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა რუსეთის მოქალაქე ჯეიხუნ ისაევი.
როგორც “თაიმერს” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა და გაასაღა დიდი რაოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, ძვირადღირებული არაყი NEFT-ი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაში,,ბიძინა ჩამირთე”– აქცია ზებრის მონაწილეობით კიევში
შემდეგი სტატიაგადამფრენ ფირველებზე ნადირობის სეზონი ოფიცილურად დღეიდან იწყება