გადამფრენ ფირველებზე ნადირობის სეზონი ოფიცილურად დღეიდან იწყება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ასევე, მსურველებს თან უნდა ჰქონდეთ შსს-ს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

“გარემოს დაცვის სამინისტრო მოგიწოდებთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იმოქმედოთ ნადირობისთვის ნებადართულ ტერიტორიებზე და დაიცვათ ის მოთხოვნები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2016 წლის 1 მარტს დასრულდება. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 ან იხილეთ სამინისტროს ვებ და Facebook გვერდები”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუაქციზო ალკოჰოლური სასმელის შემოტანის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს
შემდეგი სტატიახიხანის ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად 43 ქვევრი აღმოაჩინეს