ტარიელ ხეჩიკაშვილი წარმატებულ ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი წარმატებულ ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდა.
როგორც “თაიმერს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა სპორტსმენს უიმბლდონზე მიღწეული წარმატება მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ბასილაშვილთან შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლევან რაზმაძეც ესწრებოდნენ.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებულად გაიარა და პირველად იასპარეზა ძირითად ბადეში, სადაც 1/16 ფინალამდე მიაღწია და საბოლოოდ ესპანელ რობერტო ბაუტისტასთან დამარცხდა. ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 153-ე საფეხურზეა. წლევანდელმა უიმბლდონმა მას 90 ქულა შემატა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების წევრებთან ერთად 15-18 ივლისს სან-მარინოში გასამართ დევისის თასის III ჯგუფის ევროპული ზონის საკვალიფიკაციო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიანტიკორუფციულ საბჭოზე ვიზალიბერალიზაციის რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასეს
შემდეგი სტატია„მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ რიჩარდ ნორლანდი გამორჩეულად, განსაკუთრებულად შერჩეული ელჩია“