„მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ რიჩარდ ნორლანდი გამორჩეულად, განსაკუთრებულად შერჩეული ელჩია“

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

აშშ-ის საელჩოს გუნდთან ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად დაესწრო.

8:3 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ – ამ ანგარიშით დამთავრდა მატჩი.

ამხანაგურ მატჩში პირველი გოლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაიტანა. მატჩის დასაწყისში გუნდები პრემიერმა, აშშ-ის ელჩმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გაამხნევეს.

აშშ-ის ელჩის რანგში ერთ-ერთ ბოლო ღონისძიებაზე, რიჩარდ ნორლანდს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„მინდა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნის, დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის. ნათქვამია, როგორ ელჩსაც აგზავნიან ამა თუ იმ ქვეყანაში, ეს ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულებაზე მიუთითებს. მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ბატონი რიჩარდ ნორლანდი გამორჩეულად, განსაკუთრებულად შერჩეული ელჩია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩსა და მის ოჯახს წარმატებები უსურვა.

ამხანაგური მატჩის დასასრულს, პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს გამარჯვება მიულოცა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

banner
წინა სტატიაშიტარიელ ხეჩიკაშვილი წარმატებულ ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდა
შემდეგი სტატიარიჩარდ ნორლანდი ნინო გიორგობიანს – ჩვენ ქედს ვიხრით თქვენი პროფესიონალიზმის წინაშე