სუფსაში ავარიის დროს გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება

ამ დრომდე ვერ ხერხდება იმ 6 გარდაცვლილი ადამიანის ვინაობის დადგენა, რომლებიც სუფსასთან მომხდარი ავარიის დროს მერსედესისი მარკის მსუბუქ ავტომანქანაში ისხდნენ.
ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, თუმცა გარდაცვლილთა იდენტიფიცირებას ამ დრომდე ძლიერი დამწვრობების გამო ვერ ახერხებენ.

როგორც “გურიის მოამბეს” ადგილიდან აცნობეს, მსუბუქ მანქანაში მსხდომი 6-ვე მგზავრი თბილისელია და ისინი ბათუმში მიემგზავრებოდნენ.

სუფსთან, წყალწმინდაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და “მერსედესის” მარკის ავტომანქანა შეეჯახნენ. შემთხვევა დაახლოებით 20:20 წუთზე მოხდა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილი აალდა. შიგ მყოფი 6 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მათ შორის ორი მცირეწლოვანი იყო.

banner
წინა სტატიაშიევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – “თბილისი 2015” დასრულდა
შემდეგი სტატია“ეს იყო კარგი ღონისძიება საქართველოსთვის” – დავით ბაქრაძე თბილისი2015-ს აფასებს