ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – “თბილისი 2015” დასრულდა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – “თბილისი 2015”-ის დახურვის ცერემონია დასრულდა. დახურვის ცერემონია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც აქ შეკრებილ სპორტსმენებს და საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს.
ცერემონიაზე ოლიმპიური დროშა შემდეგ მასპინძელ ქვეყანას – უნგრეთს გადაეცა, რომელიც ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ოლიმპიური დროშა უნგრეთის წარმომადგენელს გადასცა. მანამდე კი გუნდები, რომლებიც ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობდნენ სცენაზე საკუთარი დროშებით წარსდგნენ.
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ოლიმპიადის შედეგები კი ასეთია: რუსეთმა 17 ოქროს, 9 ვერცხლის, 11 ბრინჯაოს მედალი აიღო. ჯამში, რუსეთს 37 მედალი ერგო და პირველ ადგილზე გავიდა.
მე-2 ადგილზეა იტალია – 12 ოქროს, 2 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედლით, ჯამში – 24 მედალი;
მე-3 ადგილს იკავებს საფრანგეთი ჯამში 22 მედლით, მათ შორის 9 ოქროს, 5 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს;
მე-4 ადგილზეა უნგრეთი 23 მედლით – 9 ოქროს, 3 ვერცხლის, 11 ბრინჯაოს;
მე-5 ადგილზე სლოვაკეთი გავიდა ჯამში 16 მედლით, მათ შორის 5 ოქროს, 6 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით.
მე-6 ადგილზეა მოლდოვა 7 მედლით – 5 ოქროს, 2 ვერცხლის.
მე-7 ადგილი დაიკავა დიდმა ბრიტანეთმა 4 ოქროს, 8 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედლით.
მე-8 ადგილზეა ესპანეთი 4 ოქროს, 7 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედლით.
მე-9 ადგილზე ოქროს მედლების რაოდენობით ნიდერლანდები გავიდა 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედლით.
მე-10 ადგილზეა საქართველო. ქართულმა დელეგაციამ 4 ოქროსა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 10 მედლიდან 9 – ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზეა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიასუფსაში ავარიის დროს გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება