“სუნთქვაზეც ავიღოთ ნებართვა მოსკოვიდან” – ალექსი პეტრიაშვილი მთავრობას მიმართავს

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

“სუნთქვაზეც ავიღოთ ნებართვა მოსკოვიდან, მთავრობას სტრაუსის პოზიდან გამოსვლა მოუწევს,” – ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა.

პეტრიაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე არ მუშაობს.

“მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რუსეთის ფედერაციიდან ნებართვა აიღონ სუნთქვაზე, წყლის დალევაზე, რათა არ ჰქონდეთ შიში, რომ მათ გაუბრაზდებიან მოსკოვიდან. მთავრობა ამბობს, რომ არ არსებობს არაფერი სერიოზული გეგმები და ამოცანები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებისთვის. ამ სტრაუსის პოზიციაში მთავრობა დიდხანს ვერ დარჩება. მოუწევთ თავის რაღაცებიდან ამოყოფა და ჯობია თავის დროზე გააკეთონ ეს და მათთან ერთად საფრთხეს ჩვენც გავიზიარებთ,” – აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი : ინფორმაცია მაქვს, რომ კიდევ ოთხი ადამიანის მკვლელობა იგეგმება
შემდეგი სტატია„მოუთმენლად ველი როდის შეიტანენ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ“-ირაკლი კორძაია ჯანყარაშვილის ადვოკატს მიმართავს