„მოუთმენლად ველი როდის შეიტანენ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ“-ირაკლი კორძაია ჯანყარაშვილის ადვოკატს მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებას

ირაკლი კორძაია ჯანყარაშვილის თემაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, ფაქტების გასაჯაროებას არ აპირებს. ის მისთვის არსებულ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდის.

კორძაია მიიჩნევს, რომ ჯანყარაშვილი და უდესიანი მის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძვიან.

„მე ველოდი, რომ ისინი შეთანხმდებოდნენ ცალ-ცალკე ჩემზე დასარტყმელად. ერთადერთი რჩევა მაქვს-მათ ძალიან უყვართ ფული, დაზოგონ ფინანსები და საერთო ადვოკატები აიყვანონ. მოუთმენლად ველი როდის შეიტანენ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ.

ქართული ოცნების მხარდამჭერს დღეს სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნით ჯანყარაშვილის ადვოკატებმა მიმართეს.

„კომპარტიის გარდამავალი დროშასავით ხელიდან ხელში ნუ გადავა“ – ასეთ რჩევას აძლევს ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატს დიმიტრი გაბუნიას ირაკლი კორძაია.

შეგახსენებთ, რომ ჯანყარაშვილის სახელი ბესიკ ხარძიანთან საერთო ბიზნეს-ინტერესების შესახებ ქართული ოცნების მხარდამჭერმა, სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილმა პრეს-მდივანმა ირაკლი კორძაიამ მკვლელობის დღეს ახსენა.

banner
წინა სტატიაში“სუნთქვაზეც ავიღოთ ნებართვა მოსკოვიდან” – ალექსი პეტრიაშვილი მთავრობას მიმართავს
შემდეგი სტატიაგაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი სამგრელოს გუბერნატორს ლევან შონიას მიმართავს