სტოლტენბერგი მზად არის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სერგეი ლავროვს შეხვდეს

იენს სტოლტენბერგი მზად არის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სერგეი ლავროვს შეხვდეს.

განცხადება ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კოსოვოში ვიზიტის დროს გააკეთა.

კონფერენცია მიუნხენში 6–8 თებერვალს არის დაგეგმილი.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში რუსული მძიმე ტექნიკის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც ალიანსი ევროპის აღმოსავლეთ ქვეყნებში სამხედრო ყოფნას აძლიერებს.

banner
წინა სტატიაშიმიკაილ კადიევის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხს თავიდან შეისწავლიან
შემდეგი სტატიავალერი პერმიაკოვს ფსიქიურ შემოწმებას ჩაუტარებენ