მიკაილ კადიევის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხს თავიდან შეისწავლიან

სააპელაციო სასამართლომ მიხაილ კადიევის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ ბათილად სცნო საქალაქო სასამართლოს და დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილება კადიევისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

მოსამართლე, ქეთევან დუგლაძემ, განაცხადა, რომ საქმეში ბევრი უზუსტობაა და დაავალა სამინისტროს, თავიდან შეისწავლონ კადიევისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი.

დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი, ლევან ბაღდავაძე, კი ამბობს რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მოხდება თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება.

„ქართულმა სასამართლომ დაიცვა დღეს ადამიანი სიცოცხლე იმ რეალური საფრთხისაგან, რომელიც ემუქრებოდა მის სიცოცხლეს რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში,“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი რუსეთს უკრაინაში ძალადობის შესაჩერებლად სრული პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი მზად არის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სერგეი ლავროვს შეხვდეს