სტიქიის დროს ჩამოწოლილმა მეწყერმა ფარტენაძეების ოჯახი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ ბათუმში რამდენიმე მცირე მეწყერი წარმოქმნა. დახეთქილმა მიწამ და უეცრად მოვარდნილმა წყალმა ფარტენაძეების ოჯახი დააზარალა.

დაზიანებულია სახლის ერთ-ერთი საყრდენი ბოძი. მიუხედავად ამისა, ოჯახი აღნიშნულ სახლში ამ დრომდე იმყოფება.

ფარტენაძეების ამ დროისთვის სპეციალისტებს ელოდებიან, რომლებიც არსებულ ვითარებას შეისწავლიან.

ზოგადი ვითარება კი ბათუმში ნორმალურია. ქალაქში ამ დროისთვის აღარ წვიმს. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები კი დასასრულს უახლოვდება.

banner
წინა სტატიაშიქართულ-რუსულ-ამერიკული სარკინიგზო თამაშები– არსებობს თუ არა გარიგება კრემლსა და ოფიციალურ თბილისს შორის
შემდეგი სტატიასამეგრელოში და აჭარაში ელექტროენერგიის გარეშე 4 000-მდე აბონენტია დარჩენილი