ქართულ-რუსულ-ამერიკული სარკინიგზო თამაშები– არსებობს თუ არა გარიგება კრემლსა და ოფიციალურ თბილისს შორის

რუსი სამხედროები აფხაზეთში რკინიგზას გაიყვანენ

afxazetis-rkinigzaქართული ინტელექტუალური საზოგადოების უდიდესი ნაწილი გამოთქვამს გონივრულ ეჭვს, რომ თუ კარდინალური ცვლილებები არ გატარდა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების კულმინაცია თბილისის თავზე რუსეთის ფედერაციის დროშის აფიალება იქნება. ეს ვინმესთვის, შესაძლოა, ხატოვანი ნათქვამია, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რუსული ე.წ. მცოცავი აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. უფრო მეტიც, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე თვლის, რომ ქართული მხარის ცალკეული განცხადებები კრემლის გეგმების ფარული ხელშეწყობაა.
რა გეგმა აქვს პუტინს და რას ნიშნავს ამ გეგმის ხელშეწყობა? – „თაიმერის“ ამ კითხვის საპასუხოდ, კონსტანტინე ფორჩხიძე რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს, როცა რუსულმა საჰაერო აპარატმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.
ფორჩხიძის თქმით, არასწორია, როცა მედიასთან ერთად, ქვეყნის საგარეო უწყებაც აცხადებს, რომ საქართველოს საჰაერო საზღვარი დაირღვა.
„ეს საზღვარი კი არა, საოკუპაციო ზოლია, თუმცა ჩვენები ამას ყურადღებას არ აქცევენ და გაიძახიან, საზღვარიო. ესე იგი, თუ საზღვარია, მაშინ გამოდის, რომ ოფიციალური თბილისი კრემლისგან ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სუვერენიტეტს აღიარებს?“ – რიტორიკულად კითხულობს უსაფრთხოების ექსპერტი და „თაიმერთან“ საუბრის დროს აფხაზეთის რკინიგზის გარშემო ატეხილ აურზაურასაც ეხება.
„რკინიგზა სახმელეთო ოკუპაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დასაყრდენია. კი ბატონო, აფხაზეთი ოკუპირებულია და, ძალიანაც რომ მოგვინდეს, იქ ვერაფერს შევცვლით, მაგრამ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენას თავისი მისია აქვს. უფრო სწორად, ეს ტესტია – თუ ამას საქართველოს ხელისუფლება „გაატარებს“ და თუნდაც გაერო-ში, სადაც ჩვენი დელეგაცია მიემგზავრება, ხმას არ ამოიღებს, საერთაშორისო საზოგადეობამ რამდენიც უნდა აპროტესტოს, პუტინი იტყვის, თქვენ რა განაღვლებთ, ქართველები არაფერს ამბობენო. ისე, ჩემი დაკვირვებით, რკინიგზის თემით რუსეთი მთავარ მიზანს მალავს – დააკვირდით, გაერო-ს სამიტის წინ, აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და, თუ არ ვცდები, ოკუპირებულ ყირიმშიც პუტინმა სამხედრო საველე წვრთვნები დაიწყო, რაც 18 სექტემბრამდე გასტანს. ამ შემთხვევაში, აფხაზეთი ანტურაჟია და მთავარი რკინიგზა კი არა, შავი ზღვის აკვატორიაა, სადაც რუსეთმა გემები გაყვანა. ყველაფერ ამას, ჩემი აზრით, დაზვერვითი სახე აქვს, ანუ უნდა, შექმნას ილუზია, რომ მთელ შავ ზღვას აკონტროლებს და ამით მხოლოდ საქართველოს კი არა, უკრაინის ხელისუფლებაც მორალურად გატეხოს. სხვათა შორის, საფრენი აპარატის მიერ საოკუპაციო ხაზის დარღვევაც ერთგვარი სადაზვერვო საქმიანობაა,“ – აღნიშნავს „თამერთან“ საუბრის დროს უსაფრთხოების ექსპერტი.
აფხაზეთი რკინიგზასთან დაკავშირებით, „თაიმერი“ სხვა ინფორმირებულ წყარეობსაც ესაუბრა. ზოგიერთი მათგანი გამოთქვამს ეჭვს, რომ ამ საკითხზე ოფიციალურ თბილისსა და ოფიციალურ მოსკოვს შორის გარკვეული გარიგება არსებობს, რაც, საბოლოო ჯამში, დიდ ბიზნესინტერესებს უკავშირდება. სხვათა შორის, ამ თემაზე, ანალოგური აქცენტებით, რამდენიმე თვის წინ სიუჟეტი, ინტერნეტტელევიაზია „ფრეშნიუსმა“ მოამზადა. საქართველოს ოფიციალური წრეები გარიგებას, რასკავრველი, კატეგორიულად უარყოფენ, მაგრამ ცალკეული თანამდებობის პირები საეჭვო განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, პაატა ზაქარეშვილმა, რომელიც თვლის, რომ პუტინი ადამიანია და ადამიანი ქვეყნის მტერი ვერ იქნება, განაცხადა, რომ მატარებელი ვერ იფრენს და რკინიგზაზე უნდა იაროს.
საერთოდ, ზაქარეიშვილი ქართულ პოლიტიკას თავს, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებით, ალბათ, ვერა, მაგრამ „აფორიზმებით“ აუცილებლად დაამახსოვრებს.
ჯერ კიდევ 2011 წლის შემოდგომაზე, როცა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ჩართვის სურვილი გამოთქვა, მაშინდელმა ხელისუფლლებამ განაცხადა, რომ ოლიგარქის უკან რუსეთი იდგა. მას შემდეგ, „ნაციონალები“ ამ აზრს მიზანმიმართულად ავითარებენ.
„არ მგონია, ბიძინა რუსეთის კაცი იყოს, – გამოთქვამს ვარაუდს „თაიმერის“ ერთ-ერთი ინკოგნიტო რესპოდენტი და იქვე, განაგრძობს, – კი ბატონო, მან მილიარდები რუსეთში იშოვა, მაგრამ რატომ გავიწყდებათ, რომ ერთი ათეული წლის წინ, რუსეთიდან ჯერ აშშ-ში გიქცა, შედეგ კი საფრანგეთში? ამასთან, ყველამ, ვისაც მსხვილ ბიზნესთან მეტ-ნაკლები შეხება ქონია და აქვს, იცის, რომ ივანიშვილის მთელი აქტივები ორ თუ სამ ამერიკულ ბანკშია. ასე რომ, თუ „მოქალაქე“ რუსეთის თამაშს თამაშობს, გამოდის, რომ გარიგება თეთრ სახლსა და კრემლს შორის შედგა, რასაც არ გამოვრიცხავ.rkinigza-
ივანიშილი არა, მაგრამ „ოცნებაში“ რუსეთზე მომუშავენი ბევრნი არიან. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ როგორც სააკაშილის დროს, ახლაც, სახელმწიფო უწყებები „ფსბ“-ს აგენტებით არის სავსე. მაქვს პირველადი ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანმა ქვეყნის მოქმედ პრემიერს შესთავზა, მოსკოვში წავალ და სიტუაციას დავალაგებო. მოუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ხელისუფლებაში ღარიბაშვილმა პოზიციები თითქოს გაიმაყარა, ეს ახალგაზრდა კაცი, ალბათ, ხვდება, რომ მისი აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობა, მაქსიმუმ, ერთ წელსღა ითვლის, ანუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მას პრემიერად აღარავინ წარადგენს. ამიტომ, ალბათ, ფიქრობს, პოლიტიკაში რომ დარჩეს, რამე თვალშისაცემი უნდა გააკეთოს. რამდენიმე ექსპერტის ზემოხსენებული შეთავაზებაც, ალბათ, ამიტომ დაუჯდა ჭკვაში, თუმცა როგორც ვიცი, ეს მცდელობა არცთუ წარმატებული აღმოჩნდა,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ინკოგნიტო რესპოდენტი.
რაც შეეხება ისევ აფხაზეთის რკინიგზას, თუ ჩვენს წყაროებს დავუჯერებთ, ეს არის ჩიხი, რომლითაც ოფიციალური თბილისი იძულებული გახდება, გარკვეულ კი არა, მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს.
„კი გვიხარია, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაიაფდა და ამით რუსეთს სერიოზული თავის ტკივილი გაუჩნდა, მაგრამ გაიაფებული ნავთობი უარყოფითად თავად ნავთობწარმოებელ ქვეყნებზეც მოქმედებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ ეს ქვეყნები, მსოფლიოს ახალი გადანაწილებისთვის ბრძოლაში, რუსეთის მხარეს დაიჭერენ.
რაც შეეხება კავკასიას, სომხეთი, პრაქტიკულად, კრემლის გავლენის ქვეშ არის. აზერბაიჯანიც, ირიბად, პუტინს უგორებს კოჭს. რჩება საქართველო, სადაც მძლავრი პროდასავლური ოპოზიცია არსებობს. ნინო ბურჯანაძე და სხვა პოლიტიოსები კი ითვლებიან პრორუსული ორიენტაცვიის მატარებლებად, მაგრამ მათ იმდენი გავლენა არ აქვთ, რომ ხალხი აიყოლიონ. მძლავრ დასავლურ ოპოზიციას კი მხარს „რუსთავი 2“ უმაგრებს. ამ კონტექსტში, შეიძლება, დავუშვათ, რომ ტელევიზიაზე იერიში სწორედ ამიტომ იქნა მიტანილი, თუმცა ამაზე აშშ-ს მძაფრი რეაქცია ქონდა. ამიტომ, ველოდები, რომ რუსეთი ახალ ხაფანგს დაგვიგებს. არ ვამბობ, რომ ისევ ტანკებით შემოვა, ან შემოსვლა რათ უნდა – მისი ჯარი თბილისიდან ორ ნაბიჯშია.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კრემლითვის, ალბათ, „ოცნების“ პროდასავლური ფრთა არის, ვგულისხმობ, „რესპუბლიკელებს“. თინა ხიდაშელზე შეიძლება, ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ მასზე ვერავინ იტყვის, რომ რუსებისაა. არ გამოვრიცხავ, რომ თინას თავდაცვიდან ჩამოცილება მოხდეს, მაგრამ ეს მკვეთრად ანტიდასავლური ნაბიჯი იქნება, რაზეც ივანიშვილი, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რაც ზემოთ ვთქვით, არ მგონია, წავიდეს,“ – ამბობს ინკოგნიტო რესპოდენტი და დასძენს, რომ რუსები კი არ მოდიან, უკვე დიდი ხანია, საქართველოში არიან:
ბოლო ათი წლის მანძილზე, ქვეყანაში 400 რუსულ-ქართული კომპანია დარეგისტრირდა, აქედან, რამდენიმე წმინდა რუსულია, რომლის უკანაც ოფიციალური კრემლი დგას. რუსეთი მთელ ქართულ ენერგეტიკულ ბაზარს აკონტროლებს. ასევე, მძლავრადაა წარმოდგენილი ფიჭური კავშირგაბმულობის სეგენტშიც. შესაბამისად, შეფარული ეკონომიკური ოკუპაცია სახეზეა, რაზეც არც ხელისუფლება ლაპარაკობს და არც ოპოზიცია.
სხვათა შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკური ოკუპაციის იდეა ჩუბაისს ეკუთვნის, რასაც პუტინი, როგორც ჩანს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება…
რაც შეეხება ჩიხს, მისი მიზანი, როგორც პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, ალბათ, ის არის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციასა და ნატო-ზე უარი საბოლოოდ თქვას. გაუფასურფებული ლარი და გაძვირებული ცოხვრება შესაძლოა, ამ უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი გახდეს…
ნიკა მელიქიძე

banner
წინა სტატიაშიკამანის ტრაგედია – „ეკლესიის ეზოში ნელი პაკელიანმა ააფეთქა ოთხი აფხაზი და თავადაც აიფეთქა თავი“…
შემდეგი სტატიასტიქიის დროს ჩამოწოლილმა მეწყერმა ფარტენაძეების ოჯახი დააზარალა