სტიქიამ რაჭის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა

ძლიერი და გადაუღებელი წვიმის გამო გარესამყაროს მოწყვეტილია რაჭის რამდენიმე სოფელი.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ და პატარა ღებში, რომლებიც სტიქიის შედეგაც ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

წვიმამ მთლიანად დაანგრია ხიდი და საავტომობილო გზა. სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის, განცხადებით, უკვე დაწყებულია სამუშაოები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად.

banner
წინა სტატიაშიფოთში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო
შემდეგი სტატიაგიორგი ღვინიაშვილი მთავრობას მოუწოდებს, დაზარალებულ გლეხებს შხამქიმიკატები დაურიგოს