სპეცოპერაცია ბათუმში-სამართალდამცველებმა კანონიერი ქურდის ნათესავები დააკავეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

სპეცოპერაცია ბათუმსა და მის მიდმებარე სოფლებში. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ახლო გარემოცვის წევრები აიყვანა. მათ შორის, დაკავებული არიან კრიმინალური ავტორიტეტის ბავშვობის მეგობრები, სიძე და დეიდაშვილიც.

დაუდასტურებელი ინფორმაციით სულ დაკავებულია 5 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით კრიმინალური ავტორიტეტი სწორედ ამ ადამინების მეშვეობით ახდენდა გავლენის სფეროების გადანაწილებას.

”მე ვარ ლავასოღლის დეიდა. ეს ბიჭი ძალით გაამწარეს და გააგდეს საქართველოდან. ახლა მოადგნენ დისშვილებზე დეიდაშვილებზე ბიძაშვილებზე გვამწარებენ ამით.
მოგვეშვან. ყველაფერი ლავასოღლის უკავშირდება. ჩემი დისშვილი არაფერში გაგვრევს იმიტომ, რომ ის თვითონ სუფთა ბიჭია,”- აცხადებს მინდია ლავასოღლის დეიდა ნანა აბაშიძე.

სამართალდამცველები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით კომენტარებს არ აკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ღვინიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გლეხები გადააგდო
შემდეგი სტატიაუნგრეთი მიგრანტების წინააღმდეგ სამხედრო წვრთნებს იწყებს