გიორგი ღვინიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გლეხები გადააგდო

ბიძინა ივანიშვილმა რთველთან დაკავშირებით გლეხები გადააგდო, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს გადამჭრელი და შესაბამისი საგანგებო ზომები, რათა ოდნავ მაინც შეუმსუბუქდეს თავისი მძიმე მდგომარეობა გლეხს, წინააღმდეგ შემთხვევაში მევენახეების პროტესტს შეუერთდება.
“ჩვენ დღემდე შეგნებულად თავს ვიკავებდით რთველთან დაკავშირებული პრობლემების კომენტირებისგან, რომ მთავრობას არ მისცემოდა საბაბი საკითხის პოლიტიზირებისა და ყველა ღონე ეხმარა შეხიდებოდა უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ მევენახეებს. ეს პრობლემები მთავრობის უგუნურმა და მავნებლურმა პოლიტიკამ განაპირობა. ივანიშვილი კახეთს ჰპირდებოდა ყოველგვარ ფინანსურ დახმარებას ყურძნის მოყვანაში, ჩაბარებაში, ხოლო გასაღებაში უსასრულო და მომგებიან ბაზრად რუსეთს ასახელებდა. ამის გამო ქართული ღვინის ექსპორტი 46%-ით არის შემცირებული, ხოლო სუბსიდირების სახით გლეხებს სთავაზობენ ისეთ თანხებს, რომელიც მოსავლის მოყვანის ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს. ყველას მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი 60 თეთრი არის 3 წლის წინანდელი 35 თეთრი. აქაც ივანიშვილმა ხალხი მოატყუა და გადააგდო. უკმაყოფილოა ხალხიც, გლეხიც, ქარხანაც და ექსპორტიორიც. რუსეთის ბაზარი კი სავსეა რუსეთში ჩამოსხმული ყალბი ღვინით. დღეს ყოველი წუთი კახელი გლეხისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. არის სოფლები კახეთში, სადაც ყურძენმა დაიწყო გაფუჭება”, – განაცხადა ღვინიაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა უტიფრად დაუწყო კახელ გლეხს ჭკუის სწავლება თუ რამდენად ძვირფასია ქართველი კაცისთვის ვენახი.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4014 ლარი გახდა
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია ბათუმში-სამართალდამცველებმა კანონიერი ქურდის ნათესავები დააკავეს