სოჭში შექმნილი მდგომარეობის გამო ქალაქში მობილიზაციაა გამოცხადებული. უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქში გადაუღებლად წვიმს, რასაც სახლების დატბორვა მოჰყვა. არსებობს საშიშროება, რომ ზღვა ქალაქს დააზიანებს.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ახალი ამბების კომენტირებისას წერენ «ჯანდაბა, ეს ჯოჯოხეთზე დიდი ჯოჯოხეთია… ხალხს წყალმა მანქანები წაართვა», «ღმერთო ეს რა ხდება, მსავსი არაფერი მინახავს», «ადლერის წრე სრულად დაიტბორა», «ბენზინგასამართი სადგურიდან ზეთი გადმოიქცა და ადლერი-სოჭის მონაკვეტზე ტივტივებს»…
დატბორილია ქუჩები. გათიშულია ელექტროენერგია. წვიმა, რომელიც რამდენიმე საათია კოკისპირულად მოდის, არ ჩერდება.
მიმდინარე მომენტში ქალაქის მტავრობა ადგილობრივ მოსახლეობას და სტუმრებს აფრთხილებს, რომ დატოვონ ქალაქი.
მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს მთავრობა მოუწოდებს, რომ დატოვონ ქალაქი. შექმნილია საგანგებო სიტუაცია. დატბორილია სახლები, ქუჩები, ეზოები, ტროტუარები. ქალაქის ნახევარს ელექტროენერგია არ მიეწოდება.