სოფო ნიჟარაძე: შეურაცხყოფილი ვარ, მაგრამ ყველა კითხვას გაეცა პასუხი

ე.წ. მოდულის შენობაში მომღერალ სოფო ნიჟარაძის დაკითხვა დასრულდა. როგორც დაკითხვის შემდეგ ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს და შესაბამისად, გამოძიების დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.

„გამოძიების დეტალებტან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ვერ ვისაუბრებ, რადგან საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო, მაგრამ მე შემიძლია ჩემი პოზიცია გითხრათ, რომ ეს არის აბსოლუტურად კომიკური სიტუაცია, რაშიც მე ვიმყოფები და ეს ემსახურება ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას. შეურაცხყოფილი ვარ, მაგრამ ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ჩემი აზრით ყველაფერმა კარგად ჩაიარა“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

მან გავრცელებული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობა კიდევ ერთხელ არ დაადასტურა. ნიჟარაძე აცხადებს, რომ ეს არის სხვადასხვა საუბრების ნაკრები და კარგად გაკეთებული კოლაჟი.

„ასეთი კონკრეტული შინაარსის, ასეთი მოცემულობის საუბარი ყოფილ პრეზიდენტთან მე არ მახსენდება“, – აღნიშნა ნიჟარაძემ.

 

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თემურ ჯანაშიას დაკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ჩვენ გვაქვს პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები დახვეწილია