თეა წულუკიანი: ჩვენ გვაქვს პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები დახვეწილია

ჩვენ გვაქვს პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები დახვეწილია-ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. პარლამენტში იუსტიციის მინისტრმა საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა. შეხვედრას დეპუტატებთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებიან.

“ჩვენ გვაქვს პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები დახვეწილია. ეს ის პრობლემებია, რომლის გადაჭრაც შეიძლება, მთავარია ის პროცესი გაგრძელდეს, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო. ჩვენი მთავრობა, როდესასც გაისად ზუსტად ამ დროს , ამ შემადგენლობით ამოვწურავთ ჩვენს მანდატს, დავტოვებთ ჩვენს უკან კარგ მემკვიდრეობას. მემკვიდრეობას , რომელიც ეხება დაცული ადამიანის უფლებებს, ძლიერ ინსტიტუტებს, დეპოლიტიზებულ საპროკურორო ორგანოებს, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას , ტავისუფალ მედიას, რა სფეროშიც დიდი ნაბიჯები გადაიდგა. ამ ქვეყანაში აღარ იქნება რევოლუციები, აღარ იქნება დესტაბილიზაცია, ამ ქვეყანაში არცევნების გზით ამომრჩეველი გადაწყვეტს ვინ მოვიდეს ხელისუფლებაში და ვინ წავიდეს ხელისუფლებიდან,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისოფო ნიჟარაძე: შეურაცხყოფილი ვარ, მაგრამ ყველა კითხვას გაეცა პასუხი
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე: სახელისუფლებო კანდიდატს სპეცუბნების შედეგების გარეშეც მოგებული ჰქონდა არჩევნები