სოფელ ყარაფილაში, სასაფლაოს ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებსა და გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა

სოფელ ყარაფილაში, სასაფლაოს ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებსა და გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ვაზაგაშვილის მეუღლე და ახლობლები უკვე რამდენიმე საათია ცდილობენ შემთხვევის ადგილთან მისვლას, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მიეცათ. სამართალდამცველებმა აღნიშნულის მოტივად ჯერ განაღმვითი სამუშაოების წარმოება დაასახელეს, ამჟამად კი აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები და პირველადი ექსპერტიზა დაიწყო.
გარდაცვლილის ახლობლებმა პოლიციის ჯაჭვის გარღვევა სცადს, რომ შემთხვევის ადგილამდე მიეღწიათ, თუმცა პოლიციელების წინააღმდეგობის გამო ეს ვერ შეძლეს. გარდაცვლილის მეუღლე ციალა ვაზაგაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ეჭვობს, რომ შესაძლოა ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა დაასახელონ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება და გამორიცხავს.

banner
წინა სტატიაშითამაზ სუხიაშვილის ცხედარს დღეს კიევში გადმოასვენებენ
შემდეგი სტატია“სავარაუდოდ, ეს დანაშაული იგივე პირებმა ჩაიდინეს, რომლებმაც ჩაიდინეს მისი შვილის მიმართ დანაშაული – შალვა შავგულიძე