“სავარაუდოდ, ეს დანაშაული იგივე პირებმა ჩაიდინეს, რომლებმაც ჩაიდინეს მისი შვილის მიმართ დანაშაული – შალვა შავგულიძე

დეპუტატებს იური ვაზაგაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.

ამის შესახებ დღეს, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის წევრი დეპუტატები საუბრობდნენ.

ეკა ბესელია იური ვაზაგაშვილთან ბოლო საუბარს იხსენებს და ამბობს, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

„ვიცი, რომ იყო შეხვედრა მასსა და მთავარ პროკურატურაში ხელმძღვანელ პირებს შორის და მას ჰქონდა მოლოდინი, რომ გამოძიება ძალიან მალე დადებდა კონკრეტულ შედეგებს. გამოძიების ტემპიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, დასასრულს უახლოვდებოდა და არ გამოვრიცხავ, რომ გამოძიების გააქტიურებას უკავშირდებოდეს ეს ფაქტი. მე პირადად არ მჯერა, რომ ეს არის თვითმკვლელობა,“ – აცხადებს ეკა ბესელია.

„არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა იგივე პირებმა, რომლებმაც ჩაიდინეს მისი შვილის მიმართ დანაშაული,“ – ამბობს შალვა შავგულიძე.

banner
წინა სტატიაშისოფელ ყარაფილაში, სასაფლაოს ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებსა და გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაიური ვაზაგაშვილის ახლობლები ითხოვენ, მის დასაფლავებამდე მკვლელობის ყველა დეტალი გახდეს ცნობილი