სოფელ კაწალხევის მოსახლეობას დღეიდან ელექტროენერგია მიეწოდება

სოფელ კაწალხევში მცხოვრები 21 ოჯახი, რომლებსაც 20 წელზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, დღეიდან ელქეტროენერგიას მოიხმარენ.

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, მცხეთა-მთაინეთის მხარის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაწალხევში ახლადაშენებული ელექტროგამანაწილებელ ქსელი დაათვალიერეს.

სოფელი კალწახევის ელექტროფიცირებისათვის აშენდა 4 კმ სიგრძის 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 1 ერთეული 63 კვ. სატარნსფორმატორო ქვესადგური, აშენდა 3,67 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელი და განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. საპროექტო სამუშაოები შპს „ჰიდრომ“, ხოლო სამშენებლო სამუშაოები შპს „რედკომ“ შეასრულა. განხორციელებულ სამუშაოებზე 157 ათასი ლარი დაიხარჯა.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან, საქართველოს მასშტაბით, დეტალურად იქნა შესწავლილი უშუქო სოფლებში არსებული მდგომარეობა და დაიწყო უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროცესი. საქართველოს მასშტაბოთ 28 უშუქო სოფლიდან, ამ დროისათვის ელექტროენერგია უკვე მიეწოდება 22 სოფელს. წლის ბოლომდე კიდევ 6 სოფელის მოსახლეობა მიიღებს ელექტროენერგიას. ესენია: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლელუბანი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი შროშა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლები ხაჩიში, მანანაური, ცხუმალდი და ბავარი.

„სინათლე ყველა სოფელს“ პროექტის განსაცორციელებლად საქართველოს მთავრობამ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მლნ 702 ათასი, ხოლო 2014 წლის ბიუჯეტიდან 6 მლნ 500 ათასი ლარი გამოყო.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დასრულებულია ასევე 4 სოფლის ელექტროფიკაცია. სამუშაოებზე 400 ათასი დოლარი დაიხარჯა. ეს სოფლებია: დმანისის მუნიციპალიტეტი – სოფელი-მამიშლარი, ქარელის მუნიციპალიტეტი-სოფელი იმერხევი, ახმეტის მუნიციპალიტეტი-სოფელი ჭართალა, დუშეთის მუნიციპალიტეტი -სოფელი შატილი.

banner
წინა სტატიაშიქოცნაცური წინასაარჩევნო “ზახოდი” – მომეცი “სივი” მოგცემ სკამს!
შემდეგი სტატიასაყვარელიძის მიერ დაჭერილი პროკურორები სასამართლომ გაუშვა