სოფელ ზემო არცევთან ე.წ. მესაზღვრეებმა ქალი დააკავეს

სოფელ ზემო არცევთან ე.წ. მესაზღვრეებმა ქალი დააკავეს. მთვარისა კამკია ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევის მცხოვრებია.
სოფლის განაპირას, კამკია პირუტყვს აძოვებდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ზემო არცევის საძოვრებზე გადავიდა, კამკია სწორედ მათ გადმოყვანას ცდილობდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და დააკავეს.

banner
წინა სტატიაში“სამწუხაროდ არ ისმის სათანადოდ ხმამაღლა თქვენი ხმა” – ნიკა გვარამია დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს
შემდეგი სტატიავიდეო-დღეს ამას ყველაფერს ვამბობ იმიტომ, რომ არ მქონდეს უკან დასახევი გზა