“სოკარის” გაზგასამართ სადგურზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა “სოკარის” გაზგასამართ სადგურზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს. თავდასხმა გურამიშვილის გამზირზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, რამდენიმე პირმა ობიექტის მენეჯერი და ერთ-ერთი ოპერატორი დანით ფეხის არეში დაჭრა. მომხდარის მიზეზები უცნობია.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავამდყოფოში გადაიყვანა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

banner
წინა სტატიაშილევან მჭედლიძემ იტალიის ჩემპიონატში რეკორდი დაამყარა
შემდეგი სტატიაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაზე ერთი პირი დააკავეს