განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაზე ერთი პირი დააკავეს

მძღოლის გარდა მანქანაში იმოყფებოდა ორი მგზავრი .

სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული გიორგი კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ხელვაჩაურის რაინის სოფელ სარფში დააკავეს.

ბრალდებულს პირადი ჩხრეკისას 20 აბი „სუბოქსინი” აღმოაჩნდა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,15808 გრ. ბუპრენორფინს შეიცავს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორი მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“სოკარის” გაზგასამართ სადგურზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
შემდეგი სტატიაილია მეორემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დალოცა