სირიაში ,,ალ-ქაიდას,, ლიდერები მოკლეს…

რუსული ავიაციისა და სირიის სამთავრობო არმიის იერიშებს 44 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

sanafi-al-nasrარაბული წყაროების  ინფორმაციით, 18 ოქტომბერს სირიის ქალაქ ალეპოში განხორციელებული რუსული ავიაციის დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია ,,ალქაიდას,, 3 ლიდერი…

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიშების შედეგად ალეპოში განადგურებულ იქნა ,,ალ-ქაიდას,, დაჯგუფებების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი ,,გამარჯვების კომიტეტის,, მეთაური, საუდის არაბეთის მოქალაქე სანაფი ან-ნასრი… მასთან ერთად ლიკვიდირებულია ,,ალ-ქაიდას,, კიდევ ორი მაღალჩინოსანი, საუდელი აბუ მალიქ ალ-ჯაზრავი და  მაროკოელი აბუ იასირ ალ-მაღრები.

არსანიშნავია, რომ გასულ პარასკევს, სირიის ბაშარ ალ-ასადის არმიამ, ლივანურ ,,ჰეზბოლასთან,, ირანული  არმიისა და რუსული ავიაციის მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალებოზე, რომელზეც ბოლო დრომდე კონტროლს ისლამისტები ამყარებდნენ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიმერკელმა თურქეთს ევროკავშირში მიღების პროცედურების დაჩქარების პირობა მისცა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილის კვალდაკვალ ბაქოში კვირიკაშვილიც ჩადის…