ღარიბაშვილის კვალდაკვალ ბაქოში კვირიკაშვილიც ჩადის…

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

დღეს 19 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით ჩავა…

საგარეო უწყების განცხადებით, ვიზიტი მიზნად ემსახურება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე ,,გაზპრომის,, შესაძლო შემოსვლის თემის გახმაურების შემდეგ, 9 დღიანი ინტერვალით, კვირიკაშვილი უკვე მეორე მაღალი რანგის მთავრობის წევრი იქნება (პრემიერმინისტრის შემდეგ)   ვინც ბაქოს ეწვია. ამავე დროს, ეს ვიზიტი კვირიკაშვილისათვის პირველი ოფიციალური ვიზიტია უცხო ქვეყანაში,  საგარეო უწყების ხელმძღვანელის რანგში.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისირიაში ,,ალ-ქაიდას,, ლიდერები მოკლეს…
შემდეგი სტატიატრაგედია ოდესაში…