სერგო რატიანი – RMG gold-მა საყდრისის დაუზიანებელი ნაწილი ააფეთქა+foto

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

1 tebervali (1)“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, RMG gold-მა დღეს საყდრისის დაუზიანებელი ნაწილი ააფეთქა. ამის შესახებ დეპუტატმა სერგო რატიანმა საგანგებო ბრფინგზე განაცხადა.
“რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს და შემატყობინეს, რომ საყდრისის დაუზიანებელი ნაწილი RMG gold-მა ააფეთქა. დღეს ვიყავი საყდრისში. ჩემმა წყარომ შემატყობინა, რომ RMG gold-ი ემზადებოდა საყრდრისის დაუზიანებელი ნაწილის აფეთქებისთვის. მე ჩავედი, ვნახე. რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, რომ ნახეს ბურღი და როცა ეს კეთდება, როგორც წესი, რამდენიმე დღეში იქ შეაქვთ ასაფეთქებელი ნივთიერება და შემდეგ ხდება აფეთქება. დღეს რომ ჩავედი, ბურღი ფაქტობრივად უკვე მოხსნილი იყო და ეს ნიშნავდა, რომ მალე მოხდებოდა აფეთქება. მე მინდოდა ეს ფაქტი საზოგადოებისთვის შემეტყობინებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს უკვე მოხდა. ეს არის ბარბაროსული აქტი, რაც საყდრისის მიმართ ხორციელდება. ეს არის სირცხვილი. მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ საყდრისი არის მსოფლიოში ყველაზე ძველი ოქროს საბადო. წამყვანი მეცნიერების შეფასებით, ეს ვანდალური აქტი მსგავსია იმისა, რასაც ფუნდამენტალისტები და არაბი თალიბები მესოპოტამიური ძეგლების მიმართ აკეთებენ. შესაბამისად, აუცილებელია, რომ შეიქმნას კომისია და გამოძიებული იყოს ყველაფერი”, – განაცხადა რატიანმა.
მისივე აზრით, ამ დროისთვის აუცილებელია ადგილზე დაუშვან სპეციალისტები, რომლებიც შეაფასებენ, რა აფეთქება მოხდა, ვინაიდან ის დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს, თუ რა ნაწილი აფეთქდა.

1 tebervali11148222_10200528723298681_3915521469114587369_n11138163_10200528720338607_6307271195368910034_n11088341_10200528719898596_5044178438578950830_n11133691_10200528722458660_4312245669494011356_n

 

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა რუსთავში – 77 წლის მამაკაცი მძიმედ დაჭრეს
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – შს სამინისტროზე ძალიან შალვა აბულაძის დაკავება არავის უნდა