ვახტანგ გომელაური – შს სამინისტროზე ძალიან შალვა აბულაძის დაკავება არავის უნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროზე ძალიან არავის უნდა შალვა აბულაძის დაკავება, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
მისი თქმით, შსს შალვა აბულაძის უმოკლეს ვადაში დასაკავებლად ყველაფერს აკეთებს.
“არ მინდა, წინასწარ გავაკეთო განცხადება დეტალებზე. ყველა დარწმუნებულია, რომ შსს-ზე ძალიან არავის უნდა მისი დაკავება. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა იგი უმოკლეს დროში დავაკავოთ”, – განაცხადა გომელაურმა.
არსებული ინფორმაციით, შალვა აბულაძეს ბორჯომსა და თბილისში ორი სამართალდამცავი მოკლა. ორივე შემთხვევაში მან მიმალვა მოახერხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ვ” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი – RMG gold-მა საყდრისის დაუზიანებელი ნაწილი ააფეთქა+foto
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია – პრეტენზია, რომელიც დე ფაქტო თუ ფორმალურ პრემიერთან მაქვს, ის არის, რომ მათ ქვეყანას წაართვეს შესაძლებლობა, მეტად დაცული ყოფილიყო