სერგო რატიანი: ივანიშვილი პროკურატურის ძალით მართავს ქვეყანას

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

“ივანიშვილი პროკურატურუის ძალით მართავს ქვეყანას და სწორედ ამ მმართველოობის გასაიოლებლად სჭირდება სასამართლოს დაქვემდევბარება,“-ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი გავრცელებულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილისა და რამდენიმე მოსამართლის საიდუმლო შეხვედრის შესახებ.

საპარლამეტო უმცირესობის წევრის თქმით, ივანიშვილის სურს ზეწოლა განახორციელოს მოსამართლეებზე.

„მან დაანიშნინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ქალბატონი გვენეტაძე შვერდნაძის დროინდელი ქალი და მას სურს, რომ ინსპექტორების საშუალბით განახორციელოს ზეწოლა მოსამართლეებზე, სწორედ ამიტომ სურს ნაფიცი მსაჯულების დათხოვნა, სწორედ ამიტომ დაუშვა მან კორუფცია სასამართლოში და ეს ყველაფერი ვნებს ქვეყნის განვითარებას, განსაკუთრებით ეკონომიკას,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილისა და მოსამართლეების შეხვედრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი არ ადასტურებს
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო ISAF-ის მისიაში დაჭრილი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს