ბიძინა ივანიშვილისა და მოსამართლეების შეხვედრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი არ ადასტურებს

ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილი ედრებოდა დავით აღმაშენებელს იმიტომ, რომ რეგიონში ვერავის ედრებოდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის საიდუმლო შეხვედრას არ ადასტურებს და ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სასამართლოებზე ზეწოლის კლასიკურ მაგალითს უწოდებს.

ინფორმაცია შეხვედრის სესახებ კონფიდენციალური წყაროებზე დაყრდნობით დღეს გავრცელდა, რომლის თანახმად შეხვედრაზე საუბარი იყო საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეჩერებასა და ე.წ. კაბელების საქმეზე.

შეხვედრის შეხებ ინფორმაციას ადასტურებენ თავისუფალი დემოკრატებიც. ამავე თემაზე განცხადება ირაკლი ალასანიამაც გააკეთა.

“ალასანიას განცხადება კლასიკური მაგალითია სასამრთლოზე ზეწოლისა, მე არაფერს ვადასტურებ და ვამბობ, რომ ალასანიას სურს იმ საქმეზე, რომელზეც არ არის გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამისად მოახდინოს ზეგავლენა,” – აცხადებს ლევან მურუსიძე.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: ივანიშვილი პროკურატურის ძალით მართავს ქვეყანას