თავდაცვის სამინისტრო ISAF-ის მისიაში დაჭრილი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალის, რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, კაპრალი დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გარდაიცვალა.

“იგი მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომში კი რეაბილიტაციას “ნიუ ჰოსპიტალში” და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. მიმდინარეობდა მუშაობა აშშ-ის მთავრობასთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად კაპრალ დავითაიას ამერიკაში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით “სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის” და უწყებრივი მედლით “საბრძოლო იარისათვის”.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: ივანიშვილი პროკურატურის ძალით მართავს ქვეყანას
შემდეგი სტატია“სანაია 10 წლის მანძილზე ამ საქმით, რომ დაინტერესებულიყო უფრო სერიოზულ განცხადებებს გააკეთებდა”- ხიდაშელი ვახო სანაიას პასუხობს