სერგეენკო – ე.წ. საზღვრის მონაკვეთების გადმოწვევა ვერანაირად ვერ იქნება განხილული საერთაშორისო კანონმდებლობის ჭრილში

ე.წ.საზღვრის მონაკვეთების გადმოწვევა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ იქნება განხილული ცივილურ და საერთაშორისო კანონმდებლობის ჭრილში, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
“ძალიან ცუდია, რომ ეს ასე მოხდა. ჯანდაცვის სამინისტრო თავის მხრივ გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ის ადამიანები, ვინც კიდევ ერთხელ დაზარალდნენ ამ ქმედებებით იყვენ მაქსიმალურად დაცულები”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღიმართა. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლოს შემდეგ ხმაური იყო
შემდეგი სტატია„ახალი მილსადენი კი არ უნდა გავიყვანოთ, საზღვარი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს”