„ახალი მილსადენი კი არ უნდა გავიყვანოთ, საზღვარი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს”

ქართული ანდაზაა,

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სასაზღვრო ზოლთან ბანერების განთავსებაზე და მცოცავი ანექსის პროცესზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებას ამაზე დროულად უნდა ემოქმედა.

„მოამბესთან“ საუბრისას ბურჯანაძემ განაცხადა, რომ არანაირი განსაკუთრებული ცვლილება ამ პრობლემასთან დაკავშირებით არ დახვედრია.

„ეს პროცესი თანმიმდევრულად მიმდინარეობს 2008 წლიდან მოყოლებული, გარწმუნებთ, ამ ხელისუფებას პოლიტიკური დიალოგი რომ დაეწყო, ახლა ეს პრობლემა ნამდვილად არ იქნებოდა. მილსადენი კი არ უნდა გავიყვანოთ ახალი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და საზღვარი დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს – რუსეთსა და საქართველოს შორის“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, დღეს, როგორც არასდროს, კიდევ უფრო საჭიროა პირდაპირი დიალოგი და ამას ალტერნატივა არ აქვს.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის ხელისუფლება ნამდვილად მზად არის იმისათვის, რომ წარიმართოს ფართომასშტაბიანი დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ პოზიციის შერბილება და ცვლილება, ამ საკითხთან დაკავშირებით, კარგია.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო – ე.წ. საზღვრის მონაკვეთების გადმოწვევა ვერანაირად ვერ იქნება განხილული საერთაშორისო კანონმდებლობის ჭრილში
შემდეგი სტატია“აფხაზეთის რკინიგზის საკითხის შესაძლო განხილვა გამორიცხულია”