სენაკის სოფლებში შევარდნაძის დროინდელი წყვდიადია

მესამე დღეა, რაც სენაკის რაიონის სოფლებს ეკი, სახარბედიო, საწულეისკირიო და ხორშის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. სოფელ ეკის მაცხოვრებელთა განცხადებით, მეორე წელია, რაც მსგავს გათიშვებს აქვს ადგილი და ,,ენერგოპრო ჯორჯიას,, სენაკის განყოფილების ხელმძღვანელობა, არაფერს აკეთებს იმისთვის, რათა სიტუაცია გამოსწორდეს. მათივე განცხადებით, როგორც მაღალი ძაბვის მავთულები, მაღალი ძაბვის ბოძების უმეტესობა და ტრანსფორმატორები კომუნისტების დროინდელი და უვარგისია. ჯერ კიდევ მრავლადაა მაღალი ძაბვის ხის ბოძები, რომლებიც მციროედენი ქარისა თუ წვიმის დროს ზიანდება. მაღალი ძაბვის ხაზები კი, ბევრგან ტყიან ადგილებში გადის, რაც ასევე მცირეოდენი ქარის შემთხვევაშიც კი, ხის ტოტების სადენებზე შეხებას და მოკლე ჩართვას იწვევს. ერთადერთი ხარჯი რაც ,,ენერგოპრომ,, გაწია ამ სოფლებისთვის ბოლო წლებში, ეს ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება იყო. თუმცა ეს მრიცხველებიც ნახევრად დამპალ, კომუნისტების დროინდელ ხის ბოძებზე დაამონტაჟეს. მოსახლეობის განცხადებით ადგილი აქვს ხშირ უმიზეზო გათიშვებსაც. სოფლის მაცხოვრებლები აპირებენ კოლექტიური საპროტესტო წერილით მიმართონ ენერგეტიკის სამინისტროს და ,,ენერგოპრო ჯორჯიას,, გენერალურ დირექტორს და მოსთხოვონ მათ დგილზე სუტუაციის გამოსწორება.

banner
წინა სტატიაშიფოთში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: ნარმანია ასფალტის ტენდერებზე სუს-ის ოფიცრებს ეკითხება