ფოთში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

პატარა ფოთში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც “ოპელის” მარკის ავტომანქანა მთლიანად დაიწვა, ხოლო გაზგასამართი სადგურის თანამშრომელმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
დაშავებული ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ექიმები აცხადებენ საფრთხე არ ემუქრება.  აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშივაზაგაშვილის სიკვდილის გამო პასუხი ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს მთავრობამ უნდა აგოს
შემდეგი სტატიასენაკის სოფლებში შევარდნაძის დროინდელი წყვდიადია